მოგზაურობა აფრიკაში /პროექტის გეგმა
პროექტის მიმოხილვა
პროექტის სათაური
პროექტის შინაარსი
მოთხრობაში დასმული პრობლემის უფრო მეტად გასაგებად მოსწავლეები სიღრმისეულად სწავლობენ ტექსტს. წაკითხვის,შესწავლისა და გაანალიზების შემდეგ
ნაწარმოებში დასმულ პრობლემას აკავშირებენ დღევანდელობასთან და ცდილობენ , გამოავლინონ ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზები და ეძებონ გზები ამ პრობლემის გადასაწყვეტად. მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებად, შერჩეულ საკითხებთან/ეპიზოდებთან/ დაკავშირებით ქმნიან გეგმებს და პროდუქტს საზოგადოებისთვის პრობლემის არსში წვდომის მიზნით ყოველი ჯგუფი იკვლევს საჭიროებებს და გა
ნსაზღვრავს მოქმედების კურსს..
საგანი
ლიტერატურა
კლასი
მე- 9
აზროვნების ზედა დონის უნარ- ჩვევები
ანალიზი, სინთეზი, შეფასება,პრობლემის გადაწ
ყვეტა
განხორციელების დროის ჩარჩო
1თვე პროექტისთვის; დამატებით 10 დღე საბოლო პროექტისთვის იმის მიხედვით,
როგორი იქნება მოსწავლეთა პროექტების სიღრმე და დაესწრება თუ არა პრეზენტაციას ის აუდიტორია, რომელსაც მოსწავლეებმა უნდა წარუდგინონ პროექტი.
პროექტის საფუძვლები;
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
მოსწავლეთა ამოცანები/სწავლის შედეგები/
მოსწავლეები შეძლებენ:
გააანალიზონ ღრმად მოთხრობის ყოველი დეტალი;
გააცნობიერონ მწერლის სათქმელი და პრობლემა;
გააცნობიერონ პრობლემის აქტუალება დღეს;
ჩაატარონ კვლევა საზოგადოებისათვის ამ პრობლემაზე, შეაგროვონ, შეაფასონ ინფორმაციები, რათა თავიანთი აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია მიზნების შესაბამისად აუდიტორიას გადმოსცენ;
გამოიყენონ ელექტრონული მასალა ინფორმაციისთვის და გადასცენ აუდიტორიას.
მიმართულების მიმცემი საკანძო შეკითხვები
ზოგადი შეუძლია თუ არა ლიტერატურას აქტუალური პრობლემის ჩვენება?
შეკითხვები რა პრობლემა გაჩნდა ,,ქუჩის ბავშვებში,,?
თემატური აფხაზეთის ომმა რა გავლენა იქონია ბავშვებზე?
შეკითხვები საზოგადოების დსმოკიდებულება როგორია ამ ბავშვების მიმართ?
შინაარსობრივი ამ მოთხრობის რომელი თემა და პრობლემაა დღესაც აქტუალური?
შეკითხვები რამ გამოიწვია ეს პრობლემა?..........
მოსწა ვლის შეფასების გეგმა
შეფასების შეჯამება
პროექტი განმავლობაში გამოვიყენებ გამოკითვას მოთხრობასთან დაკავშირებული კითხვების გაცნობიერების შესამოწმებლად, განვსაზღვრავ საბაზისო ცოდნას დ დავემარები მათ, რა იციან პრობლემის /ნარკომანიის/ შესახებ. ამისატვის გამოვიყენებ სქემას ვიცი- მინდა ვიცოდე- გავიგე, ხოლო მთლიანი ტექსტის შესწავლის, გაგება-გაანალიზებისას გამოვიყენებ ,,კორნელის გრაფას ,,ტექსტზე მუშაობისას მოსწავლეებს ვთხოვ, გამოიყენონ სამოქმედო გეგმა, რომელიც ,,გონებრივი იერიშის, დაგეგმვის და გეგმის განხორციელების დროს დაეხმარება. გეგმას გამოვიყენებ მათი ნამუშევრის საბოლოო შეფასებისთვისაც, ხოლო პრეზენტაციების მომზადებისას მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ მულტიმედიური პრეზენტაციის შეფასების სქემა. საბოლოო პრეზენტაციმდე გავმართავ მასწავლებლის და მოსწავლეთ შეხვედრებს/ კონფერენციებს/. უკუკავშირის გაზიარებისთვის თანაკლასელთა უკუკავშირის ფორმას გამოვიყენებთ თანაკლასელთა შეფასების დასაფიქსირებლად, რომელიც ხელს შეუწყობს პროექტის დახვეწას.
საბოლოო პროექტების შესაფასებლად გამოვიყენებ ქულობრივ შეფასებას და შესწორებებს შევიტან ჯგუფებისათვის დაწერილ ქულებში. ინდივიდუალური მუშაობის მიხედვით შევაფასებ მოსწავლეთა მოანწილეობას საბოლოო დისკუსიაში მთავარ კითხვაზე: შეუძლია თუ არა ლიტერეტურას დღევანდელი აქტუალური პრობლემის ჩვენება?
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
|
მოსწავლეები მუშაობენ პროექტზე და ასრულებენ დავალებებს
|
პროექტზე
მუშაობის დასრულების შემდეგ
|
||
ვიცი-მინდა ვიცოდე-გავიგე
|
კორნელის გრაფა
დაწყვილდი,გაუზიარე
|
ჯგუფებზე დაკვირვება
|
პროდუქტები:
პრეზენტაციები,
ესე,
კედლის გაზეთი.
|
ქულები
|
თანაკლასელთა უკუკავშირი
|
თვითშეფასება
|
|||
რეფლექსია
|
||||
საბაზისო უნარ- ჩვევები
ანალიზის, სინთეზის, კვლევის:
შემოქმედებითი;
ინტერნეტში მუშაობის;
ტექნიკური.
სასწავლო პროცედურები
პროექტის დასაწყისი
გავმართავ დისკუსიას ნაწარმოების , მთავარი თემის შესახებ, შემდეგ წარვადგენ ზოგად კითხვას,:შეუძლია თუ არა ლიტერატურას დღევანდელი აქტუალური პრობლემის ჩვენება?
მთელ კლასთან ერთად ვიმუშავებ და შევავსებთ ვიცი- მინდა ვიცოდე - გავიგე სქემის I სვეტს, რათა გამოვავლინო მოსწავლეების ცოდნა ნარკომანიასთან დაკავშირებით. განვაგრძობ დისკუსიას და განვიხილავ, როგორ ხედავთ ავტორის მიერ დასმულ ამ პრობლემას თანამედროვე სამყაროში. ავუხსნი, როგორ იმუშავებენმოსწავლეები ამ პროექტის ფარგლებში თემატურ და ზოგად შეკითხვებზე და როგორ შეაფასებენ ამ პრობლემას.
კლასს დავყოფ ჯგუფებად და ვთხოვ ,წაიკითხონ ,,მოგზაურობა აფრიკაში,,გადაანაწილონ მთლიანი ტექსტი ჯგუფებში, აბზაც- აბზაც შეისწავლონ გადაიტანონ ,,კორნელის გრაფაში,, გააკეთონ რეფლექსია
მოსწავლეებს ავუხსნი, რამდენად აქტუალურია ეს პრობლემა დღესაც და რომ, უნდა მოამზადონ ისეთი პროექტი, რომელიც აუდიტორ იას ნათლად დაანახებს პრობლემის სიმწვავეს, ამიტომ, მუშაობის მოტივაციის ამაღლების მიზნით, ვთხოვ,ინტერნეტში ნახონ ფილმები:,, გაღმა ნაპირი,,, და ,, მანდარინები,, ასევე ,ვთხოვ,მოიძიონ ინფორმაცია ქუჩის ბავშვების , ნარკომანიის და მათდამი სახელმწიფოს დამოკიდებულების შესახებ, გაუზიარონ მთელ კლასს.
მოგზაურობა აფრიკაში-წაკითხვა
ჯგუფებს ვთხოვ, კითხვის დროს გამოიყენონ,, კორნელის გრაფა, ერთი აბზაცის ფონზე ვუჩვენებ მაგალითს.
მოთხრობის შესწავლისას პერიოდულად შევახსენებ მთავარ კითხვას,თუ ძირითადად რაზე უნდა გაამამხვილონ ყურადღება; მოსაზრებები განიხილონ წყვილებში, გაუზიარონ ჯგუფს,შეამოწმონ, რამდენად ღრმად გაიაზრეს მოთხრობა.ამისათვის მათ მიეცემათ დამატებითი დავალება, შექმნან ნებისმიერი ჟანრის ნაწარმოები,,ქუჩის ბავშვების,, შესახებ.პრობლემის უკეთ წვდომისა და საბოლოო პროექტისთვის მოსამზადებლად ჩავატარებ ,,გონებრივ იერიშს.
საბოლოო პროდუქტი
ტექსტის დამუშავების შემდეგ ვთხოვ, შ ექმნან კედლის გაზეთი მათი ნამუშევრებით,მოთხრობაში დასმული პრობლემა გადმოიტანონ თანამედროვე ცხოვრებაში, მოიძიონ ინტერნეტში ფოტო და საინფორმაციო მასალა ქუჩის ბავშვების შესახებ, ჩაატარონ გამოკითხვა საზოგადოების მათ დამი დამოკიდებულების შესახებ შექმნან სლაიდები..
პროექტის მიმდინარეობისას თითოეულ ჯგუფს შევხვდები პერიოდულად ,განვიხილავ მათ ნამუშევრებსა და სამოქმედო გეგმებს,ცალ- ცალკე შეხვედრის შემდეგ ვთხოვ, შეხვდნენ ერთმანეთს უკუკავშირის მისაღებად. ამისათვის მათ უკუკავშირის ფორმა უნდა გამოიყენონ,
აუდიტორიის წინაშე წარდგენის შემდეგ გავმართავ სხდომას,რომელსაც ზოგი მშობელი და თანამშრომლები დაესწრებიან,განვიხილავ მოსწავლეთა მიერ მიღებულ გამოცდილებას, მათ პრეზენტაციებს. პროექტთან დაკავშირებულ დისკუსიას დავასრულებთ მოსწავლეებიის ნააზრევის შეჯამებით ძირითადი შეკითხვის შესახებ.
No comments:
Post a Comment