Sunday, November 15, 2015

პროექტი:შუშანიკი და ჰაბო - სიკეთე/არსი/

შუშანიკი   და    ჰაბო- არსი/სიკეთე/                       
1.პროექტის სახელი:
         შუშანიკი და ჰაბო-არსი/სიკეთე/
2.პროექტის მთავარი იდეა/თემა/1-2 წინადადებით:
·         შუშანიკისა და ჰაბოს სიკეთის/არსის/წარმოჩენა;
·         მათი სიკეთის დაკავშირება თანამედროვეობასთან.
3.პროექტის   აქტუალობა:
ამ თემის დამუშავებით  მოსწავლეები  ღრმად გაიაზრებენ სიკეთის  არსს,ჩასწვდებიან სიკეთის მარადიულობას, მის ღირებულებას პიროვნების ფორმულირებაში და დააკავშირებენ  დღევანდელობასთან.
4.პროექტის მიზნები:
·         მოსწავლეებს განუვითარდეთ ჯგუფური მუშაობის უნარი;
·         არგუმენტირებული მსჯელობის უნარი;
·         თანაკლასელებთან კომუნიკაციის,თანამშრობლობისა და ინფორმაციის ორგანიზების უნარი;
·         განუვითარდეთ კვლევის,ვიზუალური მასალით თემის მომზადების უნარი;
·         განივითარონ  თვითშეფასება და თანატოლთა შეფასება;
·         ისწავლონ დროის მენეჯმენტი;
·         განავითარონ  ისტ-ის და პრეზენტაციის უნარი.
5. მონაწილეთა  ასაკი: 16
6. ვადები/ხანგრძლივობა/:1 თვე
7.მოსალოდნელი  შედეგები/პროდუქტები/, რაც შეიძლება  შეიქმნას:
მოსწავლეთა პრეზენტაციები, შეიქმნება  სლაიდები, კედლის გაზეთი,მასალები აიტვირთება ბლოგზე.
8.პროექტისთვის საჭირო  რესურსები:
სახელმძღვანელო,სამეცნიერო ლიტერატურა,ინტერნეტი,ფურცლები,კალმები,ფანქრები.
9.პროექტის მსვლელობა:
·         კლასი დაიყოფა ორ ჯგუფად და დავალებები ასე გადანაწილდება:
·         ერთ ჯგუფს დაევალება  შუშანიკის სიღრმისეულად დახასიათება, მეორე ჯგუფს- აბოსი;
·         განისაზღვრება ნამუშევრების პრეზენტაციის ,შეხვედრების და პროექტის
·         შესრულების დრო;
·         კვირაში ერთხელ, სამუშაო შეხვედრებზე,ჩამოწერენ გაუგებარ საკითხებს,მიიღებენ  რჩევებს;
·         წარმოადგენენ,,სიტუაციური  ამოცანის,,პრეზენტაციას;
·         შექმნიან კედლის გაზეთს და დამუშავებული  მასალა განთავსდება ბლოგზე;
·         ექსკურსია მეტეხში,ფოტომასალის შექმნა;
·         მოსწავლეები წარმოადგენენ საბოლოო ნამუშევრებს. გაკეთდება პრეზენტაცია,შეფასდებამოსწავლეებთან ერთად შემუშავებული სქემებით;
10.საგნებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ლიტერატურა, ხელოვნება, ისტ-.
ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგები:
ქართ.X.1. მოსწავლე მონაწილეობს საკლასო და სასკოლო დისკუსიებში;
ქართ.X.2. კამათის დროს მოსწავლე მიმართავს შესაბამის ტაქტიკას და იცავს სამეტყველო ქცევის ეთიკურ ნორმებს;
ქართ.X.3. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას მოსწავლე იყენებს ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გამაძლიერებელ ხერხებს;
ქართ.X.4. მოსწავლე აანალიზებს და აფასებს თანაკლასელების ზეპირ მოხსენებებს;

            

No comments:

Post a Comment