ჩემი პორტფოლიო
Wednesday, April 05, 2023
Sunday, August 07, 2016
Sunday, November 15, 2015
პროექტი:შუშანიკი და ჰაბო - სიკეთე/არსი/
შუშანიკი და ჰაბო- არსი/სიკეთე/
1.პროექტის
სახელი:
შუშანიკი
და ჰაბო-არსი/სიკეთე/
2.პროექტის მთავარი იდეა/თემა/1-2 წინადადებით:
·
შუშანიკისა
და ჰაბოს სიკეთის/არსის/წარმოჩენა;
·
მათი
სიკეთის დაკავშირება თანამედროვეობასთან.
3.პროექტის
აქტუალობა:
ამ თემის დამუშავებით მოსწავლეები
ღრმად გაიაზრებენ სიკეთის არსს,ჩასწვდებიან სიკეთის მარადიულობას, მის ღირებულებას პიროვნების
ფორმულირებაში და დააკავშირებენ დღევანდელობასთან.
4.პროექტის მიზნები:
·
მოსწავლეებს განუვითარდეთ
ჯგუფური მუშაობის უნარი;
·
არგუმენტირებული მსჯელობის
უნარი;
·
თანაკლასელებთან კომუნიკაციის,თანამშრობლობისა
და ინფორმაციის ორგანიზების უნარი;
·
განუვითარდეთ კვლევის,ვიზუალური
მასალით თემის მომზადების უნარი;
·
განივითარონ თვითშეფასება და თანატოლთა შეფასება;
·
ისწავლონ დროის მენეჯმენტი;
·
განავითარონ ისტ-ის და პრეზენტაციის უნარი.
5. მონაწილეთა
ასაკი: 16
6. ვადები/ხანგრძლივობა/:1 თვე
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები/, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეთა პრეზენტაციები, შეიქმნება სლაიდები, კედლის გაზეთი,მასალები აიტვირთება ბლოგზე.
8.პროექტისთვის
საჭირო რესურსები:
სახელმძღვანელო,სამეცნიერო ლიტერატურა,ინტერნეტი,ფურცლები,კალმები,ფანქრები.
9.პროექტის
მსვლელობა:
·
კლასი
დაიყოფა ორ ჯგუფად და დავალებები ასე გადანაწილდება:
·
ერთ
ჯგუფს დაევალება შუშანიკის სიღრმისეულად დახასიათება,
მეორე ჯგუფს- აბოსი;
·
განისაზღვრება
ნამუშევრების პრეზენტაციის ,შეხვედრების და პროექტის
·
შესრულების
დრო;
·
კვირაში
ერთხელ, სამუშაო შეხვედრებზე,ჩამოწერენ გაუგებარ საკითხებს,მიიღებენ რჩევებს;
·
წარმოადგენენ,,სიტუაციური ამოცანის,,პრეზენტაციას;
·
შექმნიან
კედლის გაზეთს და დამუშავებული მასალა განთავსდება
ბლოგზე;
·
ექსკურსია
მეტეხში,ფოტომასალის შექმნა;
·
მოსწავლეები
წარმოადგენენ საბოლოო ნამუშევრებს. გაკეთდება პრეზენტაცია,შეფასდებამოსწავლეებთან ერთად
შემუშავებული სქემებით;
10.საგნებთან,
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ლიტერატურა, ხელოვნება, ისტ-ი.
ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგები:
ქართ.X.1. მოსწავლე მონაწილეობს საკლასო და სასკოლო დისკუსიებში;
ქართ.X.2. კამათის დროს მოსწავლე მიმართავს შესაბამის ტაქტიკას
და იცავს სამეტყველო ქცევის ეთიკურ ნორმებს;
ქართ.X.3. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას მოსწავლე
იყენებს ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გამაძლიერებელ ხერხებს;
ქართ.X.4. მოსწავლე აანალიზებს და აფასებს თანაკლასელების
ზეპირ მოხსენებებს;
ნიკ .ბარათაშვილი- ბედთან მებრძოლი : პროექტის მასალები
ნიკ. ბარათაშვილი- ბედთან მებრძოლი
ეს არის სასწავლო პროექტი,რომლის ფარგლებში მოსწავლეები ღრმად შეისწავლიან ნიკ. ბარათაშვილის წერილებს.
ეს პროექტი მოსწავლეებს მისცემს იმის უნარს, რომ დააკავშირონ პროგრამით
გათვალისწინებულ და შესწავლილ ლექსებს,რის შემდეგაც შეძლებენ ჩასწდნენ პოეტის სულს
და იმდროინდელ სინამდვილეს,რომელმაც წარმოშვა ბედთან
მებრძოლი ნიკ. ბარათაშვილი.
პროექტზე მუშაობის ამსახველი მასალა,შეფასება
ამ პროექტის განხორციელების იდეა წარმოშვა იმან,რომ
მოსწავლეებისათვის,შესწავლილი ნაწარმოებების ფონზე, პოეტის შესახებ ბუნდოვანი იყო,სრულიად
ახალგაზრდა პოეტი რითი ეხმიანებოდა საკაცობრიო პრობლემებს.ამიტომ გახდა აუცილებელი
მისი პირადი წერილების ღრმად შესწავლა.მიმაჩნია,ეს პროექტი მოსწავლეებს მისცემს კვლევის
უნარს და შესაბამისად განუვითარდებათ სხვა უნარ-ჩვევებიც:
·
გაკვეილზე მიღებული ცოდნის
ახალ გამოცდილებასთან/წერილებთან/ დაკავშირება;
·
მოსწავლეთაშემოქმედებითი/მხატვრული
კითხვა/,მაღალი სააზროვნო უნარების განვითარება;
·
გამოყენებისა და საპრეზენტაციო
უნარების განვითარება.
ვის შემოაქვს პროექტის განხორციელების იდეა?
იდეის
ავტორი -ქართული
ენისა და
ლიტერატურის მასწავლებელი გუგული ბათაძე
·
რა საკითხს
შეეხება ეს
ინიციატივა?
ნიკ
ბარათაშვილის ბედთან
ბრძოლა და
დღევანდელობასთან დაკავშირება;
·
აქტუალურად მიმაჩნია თუ
არა შემოთავაზებული იდეა და რატომ?
იდეა აქტუალურია, რადგან ყველა პოეტის იდეა რამდენადმე უკავშირდება დღევანდელობას.
·
რა
მიზანს ისახავს ეს ინიციატივა?
მიზანი:წერილების მოძიება,დახარისხება,
გაანალიზება და პოეტის შემოქმედებასთან
დაკავშირება;ორთოგრაფია-ორთოეპიისა
და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარება.
·
რა კითხვებს დავუსვამდი იდეის ავტორს?
·
აპირებ თუ არა პროექტების გაგრძელებას, თუ ეს პროექტი
ერთჯერადია?
რამდენად რეალისტურია
ეს ამოცანები და შეუწყობს თუ არა ხელს ეს ნაბიჯები მიზანზე გასვლას?
შემოთავაზებული
ამოცანები:
რეალისტურია.მოსწავლეების
ნაწილს დაევალება წერილების მოძიება- დამუშავება.ნაწილს-ლექსებისა;კვლევის. ანალიზის.სინთეზის,
რეფლექსიის შემდეგ გაიმართება დისკუსიები, ნამუშევრები დაზუსტება/შეჯამდება/ და განთავსდება ბლოგზე;
შეხვედრები გაიმართება
კვირაში ერთხელ.
პროექტს შემდეგი
იდეებით გავამდიდრებდი:
წერილების დასამუშავებლად გამოიყენონ,,კორნელის გრაფა,, ბიოგრაფიისთვის-,,გონებრივი რუკა,,
რატომ და როგორ წაადგება ჩემი იდეები პროექტის
წარმატებულ განხორციელებას?
გაუიოლდებათ ტექსტების გაანალიზება,აზრის ნათლად და
კონკრეტულად ჩამოყალიბება და და ეხმარება,მომავალში
როგორ გაართვან თავი რთულ სამუშაოს მოკლე დროში.
შეფასების სქემები
ანგარიში ამოცანის განხორციელებაზე
შინაარსობრივი სამუშაო:
მოვაგვარეთ.
·
დადგენილ ვადაში ჩვენ
შემდეგ სამუშაოს წარმატებით გავართვით თავი:
მოვიძიეთ წერილები,გადავანაწილეთ მოსწავლეებზე,გაიმართა
დისკუსიები.
·
წავაწყდით დაბრკოლებებს:
მოსწავლეებს გაუჭირდათ
ზოგიერთი გრამატიკული ფორმის გაგება, ხოლი რუსულ ენაზე დაწერილი აბზაცების თარგმნისას
დაგვეხმარა რუსული ენის მასწავლებელი ლ. ბერიშვილი.
ჯგუფში თანამშრომლიბა:
ჯგუფებში წარმოიშვა
შემდეგი პრობლემები:წერილების
გადანაწილებისას იყო ქაოსი,ხმაური, გაუგებრობა.
აღნიშნული პრობლემები ასე მოგვარდა: წერილების დამუშავება დაევალა ერტ
ჯგუფს და გადაუნაწილდა თითოეულ წევრს, მეორე ჯგუფს კი- ლექსები.ავირჩიეთ ლიდერები იმისთვის,
თუ რა ხარისხით და როგორ გააკეთებდა, ავირჩიეთ მეთვალყურე ,რომელიჩ გააკონტროლებდა
ჯგუფში ჩართულობას.ასე მოგვარდა პრობლემები.
საჭიროებები:
გვჭირდება პროექტორი,
კომპიუტერი პრეზენტაციის მოსაწყობად.
პროექტის რეფლექსია
მოსწავლეთა თვითშეფასება
სახელი, გვარი:თამუნა
აბაშიძე
რა მოლოდინებით დავიწყე პროექტზე მუშაობა?
მომეწონა
და დამაინტერესა. მინდოდა მეტი გამეგო ნიკ. ბარათაშვილის შესახებ
2.რა შეცდომები დავუშვი და რა მასწავლა ამან?
თავიდან
გამიჭირდა წერილების დახარისხება,ანალიზი,დასკვნების გამოტანა, მაგრამ მალე შევძელი
მასწავლებლის რჩევებით ამის გაკეთება.
3.რა ვისწავლე?
დამოუკიდებლობა.
4. რა იყო გაკვეთილისგან განსხვავებული?
დროში შეუზღუდაობა.
5.როგორ განვითარდა ჯგუფში თანამშრომლობა?
ნორმალურად.
6.მივაღწიე მიზანს?
გავიგე,
რითი ეხმიანება
პოეტი საკაცობრიო იდეებს.
7.რა მომეწონა ყველაზე მეტად?
პოეტის სულისკვეთება.
8.რას გავაკეთებ შემდეგ პროექტზე მუშაობის პროცესში?
წინასწარ დავგეგმავ
სამუშაოს და დროს გავანაწილებ სწორად.
პროექტის მასალები
სულო ბოროტო
პროექტის მასალები
გიმნაზიის წლები:
1)შეიქმნა ლიტ.წრე მონაწილე იყო პოეტი.
2)ჟურნალი „თბილისის გიმნაზიის ყვავილი“ რომელშიც გამოქვეყნდა
პოეტის ერთი პროზაული თარგმანი.
3)იყო მისი პეტური შემოქმედების დასაწყისი; ლექსები
არსებული წყობილებისადმი პროტესტის გამოსახატავად.
ასეთი ტრაგიკული იყო მისი ხანმოკლე ცხოვრების გზა.
![]() |
ვინ არის ფოტოზე - ნიკოლოზ თუ ლევან ბარათაშვილი?
"ფოტოზე მხოლოდ გვარი - ბარათაშვილი ეწერა" საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ლარისა შუღლიაშვილი-შენგელაია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ეს ნიკოლოზ ბარათაშვილის ფოტოა. "როგორც ინფორმაციაში წერია, 60-იან წლებში იპოვეს სურათი, 80-იანში დაწერა კიდეც შუღლიაშვილმა სტატია - ახლა რაზე გაახსენდათ!? შემდეგში დადგინდა კიდეც, რომ ეს არის ლევან ბარათაშვილი. ეს სენსაციებზე ნადირობა ავადმყოფობად იქცა ჩვენთან, თან ფბ-ს სტატუსების განიუსებით. ჟურნალისტი ოდნავ მაინც რომ ვარგოდეს, დაგვირეკავდა ლიტ. მუზეუმში და ვეტყოდით" - ეს სიტყვები კი ლიტერატურის მუზეუმის დირექტორმა ლაშა ბაქრაძემ საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა. ჩვენც სწორედ ბატონ ლაშას დავუკავშირდით ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი, ლაშა ბაქრაძე: - გეუბნებით, რომ არ არის ნიკოლოზ ბარათაშვილი, ამაზე მეტი რა უნდა გითხრათ?! ქართული პრესა თვლის, რომ ფეისბუქის სტატუსებიდან უნდა აიღოს ინფორმაცია. ძალიან ცუდია, ქართველი ჟურნალისტების დიდ ნაწილს რომ ხელის განძრევა არ სურს და არც მოაფიქრდება, სადმე რამე გადაამოწმოს. ამდენი ტვინი და უნარი ქართველი ჟურნალისტების უმრავლესობას არ აქვს. სამაგიეროდ ყოველთვის გაცხარებული ეძებენ ყვითელი პრესისთვის დამახასიათებელ სენსაციებს.. ვინც ოდნავ მაინც იცნობს ამ თემას, იცის, რომ ფოტოზე არ არის ნიკოლოზ ბარათაშვილი... თავის დროზე ეს ფოტო დავით შუღლიაშვილმა იპოვა და თუ არ ვცდები, მხოლოდ გვარი - ბარათაშვილი ეწერა. ამიტომ გაჩნდა ეჭვი რომ ნიკოლოზ ბარათაშვილი იყო, რადგან ფოტო იმდროინდელია... რამდენიმე ფოტოზე არსებობდა ეჭვი, თითქოს ნიკოლოზ ბარათაშვილი იყო, რაზეც ძალიან სერიოზული გამოკვლევა ჩაატარა ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელმა - ლევან თაქთაქიშვილმა" ეროვნული ბიბლიოთეკის დეპარტამენტის დირექტორი, ლევან თაქთაქიშვილი: - ორივე ფოტო ნიკოლოზ ბარათაშვილის მცდარი ფოტოებია, მათი ისტორია ცნობილია, მე გამოვაქვეყნე... პირველ სურათზე მართლა ბარათაშვილია, მაგრამ არა ნიკოლოზი. ეს ფოტო ჩააბარეს ლიტერატურის მუზეუმს და იცოდნენ რომ ეს კაცი გვარად ბარათაშვილი იყო,იქაურმა სწავლულმა მდივანმა დავით შუღლიაშვილმა ნიკოლოზად ჩათვალა და "დაამტკიცა", მაგრამ ვინმე კვეზერელი–კოპაძის ოჯახში დაცული იყო იგივე სურათი და მათ თქვეს, ვინც იყო და ის მართლა ბარათაშვილი აღმოჩნდა, მაგრამ არა ნიკოლოზი, არამედ ლევანი. ეს ისტორია დაწერა ჩაჩანიძემ თავის წიგნში–ნიკოლოზ ბარათაშვილის პორტრეტის გარშემო. რაც შეეხება მეორე სურათს, იოსებ გრიშაშვილის ფონდში დაცულია წერილი სათაურით: "ნიკოლოზ ბარათაშვილის პორტრეტისათვის", რომელიც დღემდე გამოუქვეყნებელია. მის მიხედვით პოეტის პორტრეტის აღდგენის იდეა გაჩნდა 1901 წელს, როდესაც ტ. მომცემლიძემ დახატა "ჯგუფი ქართველ მწერალთა". მასში ნიკოლოზი არ იყო. ამ დროს ამ საქმით დაინტერესებულა ზაქარია ჭიჭინაძე და გადაუწყვეტია პოეტის დის , სოფიოს პორტრეტიდან მგოსნის სახის აღდგენა, იგი ეყრდნობოდა დიმიტრი ყიფიანის შვილის, კოტეს მოგონებას: "სოფიო, ძალიან ჰგავდა თავის ძმას ნიკოს, ისე, რომ სოფიოს ულვაშები რომ დაეხატა ტუჩებზე, ვერ გაარკვევდით ეს მართლა სოფიო არის, თუ ნიკო ბარათაშვილი." ვინაიდან სოფიო ვერ დაითანხმეს, რომ ვაჟად გადაცმულს სურათი გადაეღო, ზაქარია ჭიჭინაძემ გამონახა სოფიოს სურათი და ცდილობდა, ამ პორტრეტიდან შეექმნა ნიკოლოზ ბარათაშვილის სახე. ზაქარიამ ეს სურათი გადასცა იასონ ციციშვილს, მაგრამ მისმა პრიმიტიულმა ნახატმა ვერ დააკმყოფილა ზ. ჭიჭინაძე და მან ეს სურათი გადასცა ახალგაზრდა მხატვარს მანჯავიძეს... შემდეგ ეს ფანქრით ნახატი სურათი აჩვენა ნ. ბარათაშვილის მეგობრებს, რომელთაგან ზოგი წინ აღუდგა ასეთ მკრეხელობას , ზოგმა კი შესწორება შეიტანა და მანჯავიძეს მოუხდა, რამდენჯერმე შეესწორებინა სურათი. როგორც ჩანს, საზოგადოება თხოულობდა ლამაზი პოეტის სახეს და ეს სურათი მათთვის მიუღებელი იყო. 1904 წ. "მოგზაურის" რედაქტორმა ივ. როსტომაშვილმა ხელისმომწერთა შორის "ბარათაშვილის პორტრეტი" გაავრცელა. (სურ. 10) აღმოჩნდა, რომ ამ პორტრეტს საერთოდ კავშირი არ ჰქონდა ბარათაშვილთან – 1933 წელს "სალიტერატურო გაზეთში" დაიბეჭდა ი. ავალიშვილის მოგონება, რომლის მიხედვით, აღნიშნული პორტრეტის ისტორია გაირკვა. მასზე აღბეჭდილი პიროვნება აღმოჩნდა ალექსანდრე დავითის ძე ციციშვილი, იასონ ციციშვილის ძმა. იასონ ციციშვილის მიერ პოეტის დის სახიდან შექმნილი ნახატი კი, როგორც ჩანს დაიკარგა და ზაქარია ჭიჭინაძე თავს იმართლებდა "რა უშავს, რომ არა გვაქვს ნიკოლოზ ბარათაშვილის პორტრეტი? თუ არა გვაქვს, უნდა შევქმნათო." ფოტოზე საკუთარი აზრის გამოთქმა ისურვა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემაც: " მე მგონი ახლა შოთა რუსთაველის ფოტო რომ დავდო, სააგენტოები გადაიტანენ და იტყვიან, როგორც იქნა დადგინდა ვეფხისტყაოსნის ავტორის სახეო. ცოტა სერიოზული ხალხის აღტკინება მიკვირს, თან იმ ამბავზე, რომელიც წლების წინ არის გამოკვლეული და დადგენილი. არ არის მეგობრებო ეს ტატოს ფოტო:)." და მაინც როგორი იყო სინამდვილეში დიდი პოეტი? აი, როგორ აღწერს მას მისი თანამედროვე მკვლევარი იონა მეუნარგია: "ბარათაშვილს აკლდა სიყვარულისათვის ის ორი თვალთმაქცური გასაღები, რომლითაც შეიძლება ქალის გულში კარის გაღება - სილამაზე და სიმდიდრე. ბარათაშვილი იყო მოთეთრო სახისა, პირხმელი, შავი ცოცხალი თვალებით, წაბლისფერი თმით, საშუალო ტანისა და სისქის, მისი წარბები ერთმანეთთან გადაღობილი და თვალები ოდნავ დახრილი ცხვირისაკენ ამხელდნენ მასში ოდესმე ჩინეთიდან გადმოსახლებულ წინაპართა ჩამომავალს. წვერ-ულვაშს არ ატარებდა, რის გამოც მისი სახე, შორიდან ლაზათიანი, ახლოდან დაჭყანული იყო თურმე. ყოველივე ზემოთ ნათქვამს თუ ისიც დავუმატეთ, რომ ბარათაშვილი კოჭლი იყო, თქვენ სრულიად დარწმუნდებით, რომ პოეტს არ ჰქონდა აპოლონის მშვენიერება"...
წყარო: www.kvirispalitra.ge
|
ხმა იდუმალი
ლექსი დაწერილია 1836 წელს, როცა პოეტი 19 წლის იყო,
მიუხედავათ მისი ახალგაზრდობისა, იგი არ ეგუებოდა არსებულ სინამდვილეს, ლექსის მიხედვით,
პოეტი სულიერად აფორიაქებუულია, ნაღვლიანია და ვეღარ იცილებს ამ ნაღველს, მთელი მისი
შემოქმედებიდან გამომდინარე, ბარათაშვილის დაჰყვება ანგელოზის ხმა, მან გამოუცხადა
ომი სინამდვილეს საკუთარ და მომავალი თაობის ბედნიერებისთვის.
ფიქრნი მტკვრის პირას
როგორი უსარგებლო
და ფუჭი არ უნდა იყოს სინამდვილე, რადგან ქვეყნის მოქალაქე ხარ, უნდა იბრძოლო ქვეყნის
უკეთესი მერმისისათვის, ე.ი. ამ ლექსშიც პოეტი ადამიანებს მოუწოდებს აქტიური ბრძოლისკენ,
რადგან ბრძოლა არა მარტო ცალკე ერის, არამედ კაცობრიობისას მოუტანს ბედნიერ მომავალს.
ეს ლექსი უდროობის
ეპოქასთან შერკინებული პოეტის ერთი მთლიანი გუგუნის ხმაა, ნიკოლოზ ბარათაშვილი არ გავს
იმ რომატიკოსებს, რომლებიც უკუღმართობას ეგუებიან. პოეტისთვის სინამდვილის ეპოქა „ბოროტი
სულია“. მას არ სურს ამ ბოროტებასთან ტანაზიარება. უცხადებს მას ბრძოლას, რადგან ამ
სინამდვილემ გახადა იგი „ურწმუნო, მახვრალი“. ბრძოლას უცხადებს იმის გმაო, რომ მისი
გამანადგურებელი ხელი არავის შეხვდეს ამ ლექსით პოეტი ასახაავს სინამდვილეს, რომელმაც
წაართვა ბედმა, მაგრამ ვერ დაიმორჩილა პოეტის თავისუფალი სული. ამლექსიდან იწყება პოეტის
ბრძოლა ბედისწერასთან ანუ სინამდვილესთან.
მერანი
პოეტი ბრძოლას უცხადებს არსებულ სინამდვილეს, ყორანს, არ უშინდება მას,
ვინაიდან ადამიანის ბედნიერებას ხშირად ხელს უშლის სინამდვილე. ამიტომ ლექსი მკაფიო
მაგალითია იმისა, რომ ნებისმიერ ეპოქაში ადამიანი მოვალეაშეცვალოს ბრძოლითსინამდვილე,
სწორედ ეს არის პოეტის საკაცობრიო იდეალები, რის გამოც პოეტმა უკვდავების გვირგვინი
დაიდგა მსოფლიო კლასიკოსთა შორის.
სასწავლო პროექტი: ნიკ. ბარათაშვილი- ბედთან მებრძოლი
პროექტის გეგმა
ნიკოლოზ ბარათაშვილი- ბედთან მებრძოლი
სასწავლი პროექტი:ნიკ. ბარათაშვილი-ბედისწერასთან მებრძოლი
1.პროექტის
სახელი:
ნიკოლოზ ბარათაშვილი-ბედთან მებრძოლი
2.
პროექტის მთავარი იდეა/თემა/
1-2 წინადადებით:
·
ბრძოლა ბედთან/სინამდვილესთან/;
·
ბედთან ბრძოლის მიზეზები
3.პროექტის აქტუალობა:
·
სინამდვილის შეცნობა,
გაანალიზება;
·
ადამიანის დამოკიდებულება სინამდვილისადმი;
·
ადმიანის მოვალეობა უკეთესი მომავლისათვის ბრძოლაა.
4.პროექტის მიზნები:
·
გაკვეთილზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავების,
დღევანდელობასთან დაკავშირების უნარ-ჩვევების
განვითარება:
·
კვლევის,ანალიზის, სინთეზის,
ისტ-ის მეშვეობით ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების უნარ- ჩვევების განვითარება;
·
თანამშრომლობითი, ეფექტური
კომუნიკაციის, აზრის ნათლად
ჩამოყალიბების, გადაწყველიბათა მიღების,
საკუთარი საქმიანობის თვითრეგულირების უნაარ-ჩვევების განვითარება;
·
შემოქმედებითი, საპრეზენტაციო
უნარების განვითარება.
5.მონაწილეთა ასაკი:16
6.
კლასი: X
7.ვადები:
1 თვე
8. მოსალოდნელი
შედეგები/პროდუქტები/, რაც შეიძლება შეიქმნას:
·
კვლევის ანალიზი
და შედეგები;
·
პრეზენტაციები;
·
მასალების ბლოგზე
გამოქვეყნება.
8 .პროექტისთვის საჭირო
ძირითადი რესურსები:
·
საჭირო ლიტერატურა;
·
კომპიუტერი, ინტერნეტი,
პროექტორი;
·
ფურცლები, კალმები,
ფანქრები.
9. პროექტის მსვლელობა/ძირითადი აქტივობები/:
აქტ1.მასწავლებლის მიერ მოსწავლეთათვის იდეის გაცნობა;
აქტ2.მოსწავლეების მიერ ამ თემასთან დაკავშირებული
აქტუალური კითხვებისა და პრობლემების ჩამოყალიბება;
აქტ3.ორგანიზაციული საკითხები:
·
ჯგუფების შექმნა;
·
ფუნქციების განაწილება;
·
შესასრულებელი დავალებების არჩევა- დანაწილება;
·
სამუშაოების ეტაპებად
დაყოფა და ვადების
განსაზვრა;
·
შუალედური და საბოლოო შეფასების/თვითშეფასების/ დროის განსაზღვრა;
·
შუალედური პრეზენტაციები
და დისკუსიები;
·
სქემების შემუშავება
მოსწავლეებთან ერთად და დამუშავებული
მასალების ბლოგზე განთავსება;
·
საბოლოო პრეზენტაცია
.
აქტ.4.მუშაობის დაწყება:
კლასი დაიყოფა ორ ჯგუფად,ერთი ჯგუფი გადაინაწილებს პოეტის
პირად წერილებს,მეორე კი-ლექსებს.გაანაზიბის შემდეგშეხვედრებზე გაიმართება დისკუსიები,
დამუშავებული მასალა განთავსდება ბლოგზე;
აქტ.5.შესრულებული სამუშაოს შეჯამება, აუდიტორიისთვის
გაცნობა, პრეზენტაცია, ბლოგის წარდგენა.
პროექტის შეფასება:
·
დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი
შეფასებისას იქნება:
·
ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება;
·
ურთიერთთანამშრომლობა,პრეზენტაციის
უნარი;
·
პრობლემის გადაჭრა და ინოვაციურობა;
·
ისტ-ის გამოყენება.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/კავშირი:
ლიტერატურა,ისტ-ი.
ეროვნულ სასწავლო
გეგმასთან კავშირი/მისაღწევი შედეგები/:
ქართ. XI.
1.მოსწალეს შეუძლია საჯარო
მოხსენების წარმოდგენა/ზეპირი გამოსვლა/კონკრეტული მიზნით;
ქართ. XI.
2.მოსწავლეს შეუძლია საჯარო გამოსვლების
მოსმენა და კრიტიკუ-
ლი შეფასება;
ქართ. XI. 4.მოსწავლეს
შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის
სტრატეგიების გამოყენება საჯარო გამოსვლის მომზადების
დროს;
ქართ. xI. 5.მოსწავლეს
შეუძლია ტექსტების გაანალიზება მათში ასახული
ინფორმაციის,
თემების, იდეებისა და პრობლემატიკის
თვალსაზრისით;
ქართ. XI 6.მოსწ
ავლეს შეუძლია, როგორ გამოიყენოს მხატვრული და
არამხატვ-
რული ტექსტები
იტერპრეტაციის დროს;
ქართ. XI
8.მოსწავლეს შეუძლია კითხვის
ეფექტური სტრატეგიების არჩევა და
გამოყენება;
ქართ XI 9.მოსწავლეს შეუძლია
მხატვრული ნაწარმოების წერილობით
გაანალ იზება;
ქართ XI 14.მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ორგანიზებისთვის;
12.პროექტის
ხელმძღვანელი/მასწავლებელი/:
გუგული ბათაძე,ვაზიანის №1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
13.პროექტის
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:batadzeguguli@gmail. Com
14.პროექტის ვებ.
გვერდი/ბლოგი/:
Subscribe to:
Comments (Atom)






